რომის ისტორიულ ცენტრში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “ბარაქიანი მიწა მსოფლიოს მრავალ ენაზე” გაიმართება
10 თებერვალს რომის ისტორიულ ცენტრში, ბიბლიოთეკა SPAZIO SETTE- ში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “ ბარაქიანი მიწა მსოფლიოს მრავალ ენაზე” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოემიდან ფრაგმენტები ქართულ, ესპანურ, ფრანგულ, ინგლისურ, შვედურ, იტალიურ და თურქულ ენებზე გაჟღერდება.