საკუთარი თავის ძიებაში
დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა უნდა ყოფილიყო პირველი სტატია ახალ საიტზე.
ზუსტად ისიც არ ვიცი, საკუთარი ბედნიერებისთვის შევქმენი ეს ვებ გვერდი თუ რაიმე სხვა ინტერესი მამოძრავებს.
რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ სტატიის დასრულებისთანავე დედას ვთხოვ გადახედოს და შეცდომები გამისწოროს.
დადებითი ენერგია, კეთილი ამბები, სახალისო ისტორიები, ნახევრად მართალი უმტკივნეულო ნიუსები – ეს სწორედ ისაა, რაც დატვირთულ ყოველდღიურობას მიხალისებს.
გადავწყვიტე, რომ აქ ყველა იმ ახალ თუ ძველ ამბავს მოვუყარო თავი, რომელიც არავის დააზიანებს და პირიქით, ხანდახან ღიმილს მოჰგვრის კიდეც ან რაღაც ახალს, საინტერესოს გააგებინებს.
დღეს 2024 წლის 1 აგვისტოა და პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვან და იმედისმომცემ საქმეს ვიწყებ: ალბათ, სწორედ იმას, რაც ყოველთვის მინდოდა და მჭირდებოდა.
საკუთარი თავი სულ ახალი მხრიდან უნდა გავიცნო. გაცილებით მეტი გავიგო სამყაროზე და ადამიანების ღიმილის წამახალისებელი წვრილმანები ვიპოვო.